Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია. განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული. რატომ ვიყენებთ

ას? ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს, ვიდრე ერთიდაიგივე გამეორებადი სიტყვებია ხოლმე. შედეგად, ტექსტი ჩვეულებრივ ინგლისურს გავს, მისი წაითხვა კი შეუძლებელია. დღეს უამრავი პერსონალური საგამომცემლო პროგრამა და ვებგვერდი იყენებს Lorem Ipsum-ს, როგორც დროებით ტექსტს წყობის შესავსებად; Lorem Ipsum-ის მოძებნისას კი საძიებო სისტემები ბევრ დაუსრულებელ გვერდს გვიჩვენებენ. წლების მანძილზე ამ ტექსტის უამრავი ვერსია გამოჩნდა, ზოგი შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო, ზოგი კი — განზრახ, ხუმრობით. საიდან მოდის ეს ტექსტი? გავრცელებული მოსაზრებით, Lorem Ipsum შემთხვევითი ტექსტი სულაც არაა. მისი

ფესვები ჯერკიდევ ჩვ. წ. აღ-მდე 45 წლის დროინდელი კლასიკური ლათინური ლიტერატურიდან მოდის. ვირჯინიის შტატში მდებარე ჰემპდენ-სიდნეის კოლეჯის პროფესორმა რიჩარდ მაკკლინტოკმა აიღო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ლათინური სიტყვა "consectetur" Lorem Ipsum-პასაჟიდან და გადაწყვიტა მოეძებნა იგი კლასიკურ ლიტერატურაში. ძიება შედეგიანი აღმოჩნდა — ტექსტი Lorem Ipsum გადმოწერილი ყოფილა ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-ის 1.10.32 და 1.10.33 თავებიდან. ეს წიგნი ეთიკის თეორიის ტრაქტატია, რომელიც რენესანსის პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული. Lorem Ipsum-ის პირველი ხაზი, "Lorem ipsum dolor sit amet..." სწორედ ამ წიგნის 1.10.32 თავიდანაა. მათთვის, ვისაც აინტერესებს, ქვევით მოყვანილია Lorem Ipsum-ის ორიგინალი ნაწყვეტი 1500-იანი წლებიდან. ასევე შეგიძლიათ ნახოთ 1.10.32 და 1.10.33 თავები ციცერონის "de Finibus Bonorum et Malorum"-დან, რომელსაც თან ერთვის 1914 წელს ჰ. რექჰამის შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანი.