კომპანია «AbouT Georgia»-ში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 

პასპორტისა და მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, ავტომობილის მიღება შეუძლია ყველას, ვინც აკმაყოფილებს ასაკობრივ და მართვის სტაჟის მოთხოვნილებებს. ავტომანქანის დაქირავებისთვის საბუთების გაფორმების პროცედურა საშუალოდ 10 წუთს მოიცავს.ჩვენ ავტომობილს მოგიყვანთ ადგილზე სადაც ხართ.

კომპანია «About Georgia» გაქირავებული ავტომობილების მძღოლებს შემდეგ მოთხოვნებს უყენებს:

ავტომობილის დაქირავება შეუძლიათ პირებს 21 წლის ასაკიდან;

საჭიროა მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილების ქონა;ჩვენთან არ არის აუცილებელი საგირავნო თანხა

თბილისში ავტომობილების დაქირავება ხორციელდება "პრაის-ლისტ"-ში მითითებული საფასურის შასაბამისად. ტარიფში შედის ავტომობილის სადაზღვევო მომსახურებები: დაზღვევა საგზაო შემთხვევების, ქონებრივი ზარალის მიყენებისა და ავტომობილის გატაცების შემთხვევაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, საგადასახადო ნაკრების ნაწილი. სატარიფო ბადეში საწვავი არ შედის.

ამასთან, სამწუხაროდ, უსიამოვნო სიტუაციებისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომ, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით აგიხსნათ თუ რა უნდა გააკეთოთ მათი წარმოქმნის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ავტომობილის ექსპლოატაციისას შესაძლებელი კონფლიქტების აღკვეთის მიზნით, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ხელშეკრულების პირობებს, რომელსაც ჩვენი კომპანია ავტომობილის გაცემისას გადმოგცემთ.

ავტომობილის ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, კომპანია დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით ჩვენს სპეციალისტებს;

ავტომიბილის დაქირავებისას კლიენტს გადაეცემა განსაზღვრული რაოდენობის ბენზინი, რაც მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირდება;

შემდგომ საწვავით და ავტომობილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით მომარაგებას მომხმარებელი თავისი საჭიროების მიხედვით უზრუნველყოფს;

ავტომობილი დაბრუნებულ უნდა იქნას ბენზინის იმ რაოდენობით, რაც გაცემისას იყო;

ავტომობილის დაბრუნებისას ზედმეტი ბენზინის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი საფასური არ ბრუნდება;

ავტომობილი უნდა დაბრუნდეს სუფთა სახით და სუფთა სალონით;

დაბინძურებული ავტომობილის დაბრუნების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის პროცედურა გართულდება და მეტ დროს დაიკავებს. ამასთან, ავტოგაქირავების ფასების მიხედვით დაიქვითება ავტომობილის გარეცხვისა და სალონის დასუფთავების საფასური.

ავტომობილის არასწორი ექსპლოატირებით გამოწვეული დაზიანებების სარემონტო სამუშაოები დამქირავებლის მიერ ნაზღაურდება;

ავტომობილის გაცემისას ავტოპარკის მენეჯერი დამქირავებელთან ერთად აწარმოებს ავტომობილის პირველად დათვალიერებას და ყველა არსებული დაზიანება შეაქვს აქტში, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. ავტომობილის დაბრუნების შემდეგ ხდება ხელმეორე დათვალიერება, ფიქსირდება ყველა დაზიანება და კეთდება ავტომობილის გაცემამდე შევსებულ აქტთან შედარება;

კომპანიას აქვს უფლება დამქირავებელს წაუყენოს პრეტენზიები ახალი დაზიანებების არსებობის შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ღირებულების საფასურის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ ეს დაზიანებები სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნილებებს არ შეესატყვისება;

ავტო-საგზაო შემთხვევისას ან ავტომობილზე დეფორმირებების, ნაკაწრების, დამსხვრეული მინების და ა. შ. აღმოჩენისას, დამქირავებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს:

კომპანიის სადისპეტჩერო სამსახურს ტელეფონზე ALDAGI

ან სადაზღვევო კომპანიის (..... ALDAGI Company) სადისპეტჩერო სამსახურს ტელეფონზე: + ....... და აუცილებელია დოკუმენტალური ფიქსაციისთვის გამოიძახოს პოლიცია (122)

პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილას გააფორმონ ოქმი და მიუთითონ ავარიის შედეგად მიღებული ყველა დაზიანებები.ყურადღება მიაქციეთ: ყველა დაზიანება, რომელიც არ მოხვდება პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში, სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ანაზღაურდება და დამქირავლების ანგარიშიდან კომპენსირდება.

ავარიის შემთხვევაში, დაზიანებული ავტომობილის ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებისათვის დაუკავშირდით კომპანია «AbouT Georgia»-ს.

ავტო-საგზაო შემთხვევისას თუ დამქირავებლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის და ასევე, მესამე პირების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ.

დამქირავებლის მიერ მართვის უფლების გადაცემა მესამე პირისთვის, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობით შეიძლება. მესამე პირის მიერ მართვისას მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის დროს თუ ეს პირი არ არის მოხსენიებული ხელშეკრულებაში და კომპანიის მიერ მასზე მინდობილობა არ არის გაცემული, ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის და ასევე, მესამე პირების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ.

ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.