”დამქირავებელ”-ის ასაკი განისაზღვრება მინიმუმ 21 წელი, მაქსიმუმ 75 წელი.
  ”დამქირავებელ”-მა აუცილებლად უნდა წარმოდგინოს პირადობისა და მართვის მოწმობა.
  ავტომობილის დაქირავების მინიმალური დრო განისაზღვრება მინიმუმ 24 საათით. 
  ავტომობილის განვლილი კილომეტრაჟი არის ულიმიტო.
  ავტომობილის დაქირავებისას ”დამქირავებელ-”სა და კომპანია ”About georgia”-ს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს. 
  ”დამქირავებელი” ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე კომპანია ”About Georgia”-ს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი საზღაური და ასევე სადაზღვევო ფრანშიზა 30 USD ოდენობით, რომელიც უბრუნდება ”დამქირავებელ”-ს ავტომობილის ჩაბარების დროს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევას.
  კომპანია ავტომობილს აბარებს სავსე ავზით , გარეცხილ მდგომარეობაში და ასევე აბრუნებს ”დამქირავებელი.”
  ”დამქირავებელი” ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს კომპანიას ავტომობილით დროებით სარგებლობის ვადის გადაცილების შესახებ, რაც ანაზღაურდება ორმაგად ყოველ გადაცილებულ საათზე.

  ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში ”დამქირავებელი” იხდის კომპანიის სასარგებლოდ ჯარიმას 150 USD ოდენობით.
 ”დამქირავებელმა” თუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ავტომობილი დროულად არ დაუბრუნა კომპანიას მისი სარგებლობის დროის ამოწურვიდან სამი საათის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია გადასცეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს აღნიშნული ავტომობილის ძებნილად გამოცხადების შესახებ.

გადახდა წარმოებს, როგორც ნაღდი აგრეთვევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე გადასახდელად მიიღება Visa და MasterCard;  პლასტიკური ბარათები. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის კურსით.

დაქირავებული ყველა ავტომობილი არის დაზღვეული შპს "ჯიპ–რენტი"–ს მიერ. დაზღვევა ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე: ავტო– საგზაო შემთხვევა, მატერიალური და ფიზიკური ზარალი მიყენებული უცხო პირის მიერ, ასევე დამქირავებლის მიერ მესამე პირზე მიყენებული ზარალისანაზღაურება (10 000 აშშ დოლარამდე)წინარე პუნქტში მითითებული შემთხვევების დროს, დამქირავებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საპატრულო პოლიციას (112  022) და მესაკუთრეს (995 322106310; 551 106310) დამქირავებელმა მესაკუთრეს უნდა წარუდგინოს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებული ოქმი შემთხვევის მომენტიდან 24 საათის განმავლობაში.

დამქირავებელი თანხმობას აცხადებს, რომ იღებს სრულ პასუხისმგებლობას და აანაზღაურებს სრულ ზარალს იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღნიშნული ავტომობილის მართვის დროს იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ან არ წარმოადგენს საპატრულო პოლიციის მიერ დადასტურებულ ოქმს. დაზღვევა არ ანაზღაურებს დაქიეავებული ავტომობილის საბურავების, სავალი ნაწილების, ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ხიდების დაზიანებასა და სხვ. თუ იგი არის გამოწვეული მძღოლის დაუდევრობით და არ არის დაკავშირებული ავტო–საგზაო შემთხვევასთან. სრული ზარალის შემთხვევაში დამქირავებელი ანაზღაურებს ავტომობილის საბაზრო ღირებულების 20% დამატებული სადაზღვევო დეპოზიტი.